სახალისო აქტივობები ნორჩ ქიმიკოსთა კლუბში
განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც აღჭურვილი იქნება ჭეშმარიტი ღირებულებებით, მეცნიერული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. სასწავლო სფეროში დასაქმებული პედაგოგის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სასწავლო პროცესის ეფექტური წარმართვა, იმისთვის რომ მოსწავლეს მისცეს საგნის საფუძვლიანი, მყარი და შეგნებული ცოდნა . ყოველივე ამის მიღწევა კი შესაძლებელია, მოსწავლეზე ორიენტირებული ინტერაქტიური მეთოდების დანერგვით, რომელიც არის გარანტი მოსწავლეების სასწავლო განწყობისა და მოტივაციის ამაღლებისა.
მოსწავლეები ქიმიის სწავლებით რომ დამეინტერესებინა, შევქმენი ქიმიის წრე ფარცხანაყანების N1 საჯარო სკოლაში. მასში გაერთიანებული არიან სხვადასხვა კლასის, ქიმიის სწავლით დაინტერესებული მოსწავლეები. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, ინტერესითა და სწავლების სტილით, ზოგიერთი დაკვირვებით უკეთ სწავლობს, ზოგი ფიქრით, ზოგი სურათებითა და დიაგრამით, ზოგი წერისა და მეტყველების საშუალებით, ზოგი კეთებისა და ქმედების პროცესით და ა. შ. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, მათთან მუშაობის დროს, გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინტერესი.
სკოლას აქვს ქიმიის კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია საჭირო და გამოყენებადი რესურსით, ვცდილობ მოვახდინო თვალსაჩინოებების მიზნობრივად და საკლასო სივრცის ოპტიმალური გამოყენება.
თითოეულ შეხვედრაზე ხდება პროგრამული საკითხების უფრო სიღრმისეული განხილვა, მარტივი ამოცანების ამოხსნა და საინტერესო ცდების ჩატარება, ვცდილობ, სახალისო ცდები მოსწავლეთა თავშესაქცევ გართობად არ იქცეს, პრაქტიკულ საჭიროებასა და ყოფა–ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს გამოთვლით ამოცანათა შინაარსიც, ასევე ხდება ვირტუალური ლაბორატორიით სარგებლობა, ექსკურსიების მოწყობა, კლასგარეშე ღონისძიებების ‘’ქიმიის საღამოს“ დაგეგმვა, როლების გადანაწილება, განსაზღვრული გვაქვს ვიქტორინის და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
მოსწავლეებთან თანამშრომლობის დროს ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის აზრს, ვცდილობ განვიხილო ყველა ის საკითხი, რაც მათვის საინტერესოა, ქიმიის წრის შექმნამ მოსწავლეებში გამოიწვია ამ საგნისადმი ინტერესი, რადგან აქ ყველა მოსწავლეს ეძლევა მათთვის სასურველი სწავლის სტილის და ინტერესის მიხედვით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა.
მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე სახალისო თამაში, რომელსაც წრის მეცადინეობისას ვიყენებთ:
- თამაში – ,,ქიმიური ბანქო”
ბანქო შედგება 34 ბარათისაგან, თითოეულ ბარათზე წერია ნაერთთა კლასის წარმომადგენლები, რვა ოქსიდის, რვა ფუძის , რვა მჟავის, რვა მარილის, წყლის და ინდიკატორის ფორმულები, თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: იწყებს ის მოსწავლე, რომელსაც ბარათის დარიგებისას შეხვდება – ინდიკატორი. მომდევნო მის მარჯვნივ მჯდომი მოსწავლე უნდა ჩამოვიდეს იმ ბარათს, რომელთანაც რეაგირებს ინდიკატორი. შემდეგი მოსწავლე ითვალისწინებს ნაერთთა კლასის თვისებას და ჩამოდის იმ ბარათს, რომელიც რეაგირებს უკვე ჩამოსულ ბარათთან. იმ მოთამაშეს, რომელსაც არ ყავს სათამაშო ბარათი სვლას ტოვებს, მოგებულად ითვლება ის მოსწავლე, რომელიც ყველაზე ადრე დაამთავრებს თამაშს, აქვე თამაშის დროს აუცილებელი პირობაა მეცხრე კლასელებმა უნდა ჩაწერონ რეაქციის ტოლობა, ხოლო მერვე კლასელებისთვის ეს პროცედურა აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს და გრძელდება ასე.
- თამაში „ პერიოდული სისტემა“ ანუ რა დევს კონვერტში?
ამ თამაშისთვის გვჭირდება: პერიოდული სისტემა, ცარიელი კონვერტები, მზა ბარათები. ბართებზე წერია – ელემენტთა ელექტრონული ფორმულა, შრეებზე ელექტრონების განლაგება. მოსწავლებმა უნდა გამოიყენონ თეორიული ცოდნა და მიხვდნენ, რომელი რიგის ნომრის ელემენტის განხილვა მიმდინარეობს და ჩასვას შესაბამისად ცარიელ კონვერტში.
შემდეგ ხდება ცარიელი კონვერტების ჩამოღება და შემოწმება, თუ დაემთხვევა მათ მიერ მინიჭებული ნომერი პერიოდული სისტემის უჯრის ნომერს, ამ თამაშით მასწავლებელი ამოწმებს, რამდენად კარგად იციან მოსწავლეებმა პერიოდული სისტემის სტრუქტურა, ასევე ატომის აღნაგობა, ელექტრონების შრეებზე განლაგება და სხვა. აღნიშნული რესურსების დახმარებით თამაშ– თამაშით და ხალისით ვისწავლეთ შესაბამისი საკითხები, რომელიც სხვა დროს თითქოს გვეძნელებოდა.
ცნობილია, რომ მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ მასალას, თუ ჩართულები არიან პრაქტიკულ დავალებებში, თამაშებში, თანამშრომლობით სწავლებაში, ხოლო მიღწეული შედეგი კი აძლიერებს მათ თვითრწმენას და კმაყოფილებას.
ჩვენი მიზანია ქიმის წრისათვის განკუთვნილი დრო გამოვიყენოთ მიზანმიმართულად და ნაყოფიერად, გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, შესწავლილი მასალის ანალიზის, განზოგადების და იმ პრობლემის გადაწყვეტის უნარი, რომელიც მათ წინაშე წარმოიქმნება. პრობლემა შეიძლება ვუწოდოთ ყველა იმ კითხვას, რომელიც მოითხოვს ძიებას ცოდნის მისაღწევად, მოსწავლეებში ინტერესის გამოსაწვევად ყოველ მეცადინეობას ვგეგმავ სასწავლო პრობლემური მიდგომებით, განვსაზღვრავ ქიმის წრის მუშაობის სტრატეგიას და აქტივობას , ვცდილობ, ჩვენი მუშაობა იყოს საინტერესო და მრავალმხრივი, ყოველი მუშაობის დროს ვახდენ მოსწავლეებთან უკუკავშირს. ამ მეთოდის ხშირი გამოყენება მეტ ღიაობას ქმნის და მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისთვის.
ქიმიის წრე როგორც
მოტივაციის ამაღლების ერთ– ერთ საშვალება
განათლების მთავარ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი
დამოუკიდებელი , პიროვნების ჩამოყალიბება,
რომელიც აღჭურვილი იქნება ჭეშმარიტი ღირებულებებით, მეცნიერული ცოდნითა და უნარ ჩვევებით.
სასწავლო სფეროში დასაქმებული პედაგოგის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სასწავლო პროცესის
ეფექტური წარმართვა, იმისთვის რომ მოსწავლეს მისცეს საგნის საფუძვლიანი ,მყარი და შეგნებული ცოდნა . ყოველივე ამის მიღწევა კი ხდება, განსაზღვრული გამოსაყენებელი
მეთოდების შემუშავებით და დანერგვით.რომელიც არის გარანტი მოსწავლეების სასწავლო განწყობისა
და მოტივაციის ამაღლებისა. სწორედ ამ მიზნით
შევქმენი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების N1საჯარო სკოლაში ქიმიის წრე ‘’მომავალი ქიმიკოსები,,
რომელშიც ნებაყოფლობით არიან გაერთიანებულნი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები,
რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქიმიის შესწავლით,სკოლის
მოსწავლეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შესაძლებლობებით, ინტერესითა და სწავლების
სტილით,ზოგიერთი დაკვირვებით უკეთ სწავლობს, ზოგი ფიქრით,ზოგი სურათებითა და დიაგრამით,
ზოგი წერისა და მეტყველების საშვალებით, ზოგი კეთებისა და ქმედების პროცესით და ა.
შ. ჩემს მოვალეობად მიმაჩნია მათთან მუშაობის
დროს გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინტერესი.
სკოლას აქვს ქიმიის კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია საკმაოდ გამოყენებადი რესურსით, ვცდილობ მოვახდინო თვალსაჩინოებების
მიზნობრივად და საკლასო სივრცის ოპტიმალური გამოყენება.
თითოეულ შეხვედრაზე ხდება პროგრამული საკითხების
უფრო სიღრმისეული განხილვა,მარტივი ამოცანების ამოხსნა და საინტერესო ცდების ჩატარება
,ვცდილობ სახალისო ცდები მოსწავლეთა თავშესაქცევ
გართობად არ იქცეს,პრაქტიკულ საჭიროებასა და
ყოფა–ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს გამოთვლითი ამოცანათა შინაარსიც, ასევე ხდება ვირტუალური
ლაბორატორიით სარგებლობა, ექსკურსიების მოწყობა, კლასგარეშე ღონისძიებების ‘’ქიმიის საღამოს; დაგეგმვა, როლების გადანაწილება,,
განსაღვრული გვაქვს ვიქტორინას და სხვა ღონისძიებათა ჩატარება.
მოსწავლეებთან თანამშრომლობის დროს ვითვალისწინებ
თითოეული მოსწავლის აზრს, ვცდილობ განვიხილო ყველა ის საკითხი რაც მათვის არის საინტერესო,
ქიმის წრის შექმნამ მოსწავლეებში გამოიწვია ამ საგნისადმი ინტერესი, რადგან აქ ყველა
მოსწავლეს ეძლევა მათვის სასურველი სწავლის სტილის და ინტერესის მიხედვით აქტივობებში
ჩართვის შესაძლებლობა, ამას მოწმობს ის რომ
ყოველ მეცადინეობაზე არის აბსოლიტური დასწრება,
ნებისმიერი
თემის სწავლებისას მოსწავლეებს ვუმარტავ თუ
რატომ ვიხილავ ამა თუ იმ საკითხს, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს თითეულ ადამიანს
ამ საკითხის სწავლამ და სხვა. სწავლას ყოველთვის ვუკავშირებ ცხოვრებისეულ მაგალითებს,
ვცდილობ წრეში მუშაობის დროს მოსწავლეებმა თავი იგრძნონ სასიამოვნო გარემოში, სადაც მათ ყოფნა უხარიათ.
წრეს ვხელმძღვანელობ ქიმიის მასწავლებელი ნატო ფხაკაძე.
პირველ სხდომაზე განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები. ავირჩიეთ წრის ხელმძღვანელის
დამხმარე, რომელსაც პირობითად დავარქვით ‘’წრის კურატორი; ჩვენს მიერ ჩატარებულ სხდომებს,
ღონისძიებებს და განხილულ საკითხებს აფორმებს
წრის მდივანი,ასევე ავირჩიეთ კედლის გაზეთის რედაქტორი და რედკოლეგია. გამოვუშვით
კედლის გაზეთი სახელწოდებით ‘’ ნორჩი ქიმიკოსი’ სადაც მოვათავსეთ საინტერსო საკითხები.
ერთობლივად დავამზადეთ სასწავლო რესურსები
‘’ქიმიური კარტი; და ;დაფარული პერიოდული სისტემა;
ქიმიური
კარტი შედგება 34 კარტისაგან , თითოეულ კარტზე წერია ნაერთთ კლასის წარმომადგენლები,
რვა ოქსიდის, რვა ფუძის , რვა მჟავის, რვა მარილის ,წყლის და ინდიკატორის ფორმულები,
თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს. იწყებს ის მოსწავლე რომელსაც კარტის დარიგებისას
შეხვდება ;ინდიკატორი; მომდევნო მის მარჯვნივ მჯდომი მოსწავლე უნდა ჩამოვიდეს იმ კარტს
რომელთანაც რეაგირებს ინდიკატორი.შემდეგი მოსწავლე ც ითვალისწინებს ნაერთთა კლასის
თვისებას და ჩამოდის იმ კარტს რომელიც რეაგირებს უკვე ჩამოსულ კარტთან იმ მოთამაშეს
რომელსაც არ ყავს სათამაშო კარტი სვლას ტოვებს, მოგებულად ითვლება ის მოსწავლე რომელიც
ყველაზე ადრე დაამთავრებს თამაშს, აქვე თამაშის დროს აუცილებელი პირობა მეცხრე კლასელებმა
უნდა ჩაწერონ რეაქციის ტოლობა ხოლო მერვე კლასელებისთვის ეს პროცედურა აუცილებელ პირობას
არ წარმოადგენს და გრძელდება ასე , რაც შეეხება ; დახურულ პერიოდულ სისტემას; ამ რესურსის
შინარს წარმოადგენს შემდეგი, პერიოდული სისტემის უჯრები დაფარულია ცარიელი კონვერტებით , ცალკე ბარათებზე გვიწერია ზოგზე ელემენტთა ელექტრონული ფორმულა ხოლო ზოგზე შრეებზე ელექტრონების განლაგება, მოსწავლებმა
უნდა გამოიყენონ თეორიული ცოდნა და მიხვდნენ რომელი რიგი ნომრის ელემენტის განხილვა
მიმდინარეობს და ჩასვას ცარიელ კონვერტში. შემდეგ ხდება ცარიელი კონვერტების ჩამოღება და შემოწმება თუ დაემთხვევა მათ მიერ მინიჭებული
ნომერი პერიოდული სისტემის უჯრის ნომერს, ამ თამაშით მასწავლებელი ამოწმებს თუ რამდენად კარგად
იციან მოსწავლეებმა პერიოდული სისტემის სტრუქტურა, ასევე ატომის აღნაგობა, ელექტრონების შრეებზე განლაგება
და სხვა. აღნიშნული რესურსების დახმარებით თამაშ– თამაშით ,სიხარულით ვისწავლეთ შესაბამისი
საკითხები რომელიც სხვა დროს თითქოს გვეძნელებოდა.
წრის მუშაობის
დროს ვამზადებთ ბუნებრივ ინდიკატორებს, მაგალითად ხსნარების სარეაქციო არის დასადგენად
გამოვიკვლიეთ ბუნებრივი ნაერთების ინდიკატორული თვისებები, წინასწარ შეგროვილი ლაკმოიდური
მღიერებიდან დავამზადეთ ინდიკატორი და წინასწარ დამზადებული ხსნარების სარეაქციო არე
განვსაზღვრეთ, ფერების ცვლილებამ განსაკუთრებითი შთაბეჯდილება მოახდინა მერვე კლასელებზე,
ესეც მოტივაცის ამაღლების ერთეთი მხარეა. აღნიშნული
მეთოდით ვცდილობმოსწავლეებში კვლევითი უნარჩვევების უნარის დაუფლებას და განვითარებას.ცნობილია
რომ მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ მასალას , თუ ჩართულები არიან პრაქტიკულ დავალებებში,
თამაშებში, თანამშრომლობით სწავლებაში ხოლო მიღწეული შედეგი კი უფრო აძლიერებს მის
თვითრწმენას დ აკმაყოფილებას
ჩვენი მიზანია
ქიმის წრისათვის განკუთვნილი დრო გამოვიყენოდ მიზანმიმართულად და ნაყოფიერად,გამოუმუშავო
მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების, შესწავლილი მასალის ანალიზის , განზოგადების
და იმ პრობლემის გადაწყვეტის უნარი, რომელიც დაყენებული იქნება მათ წინაშე, პრობლემა
შეიძლება ვუწოდოთ ყველა იმ კითხვას რომელიც მოითხოვს ძიებას ცოდნის მისაღწევად , მოსწავლეებს
დამოუკიდებელი აზროვნება უყალიბდემა მასწავლებლისაგან, და რადგან ეს პასუხისმგებლობა
მეკისრება მათთან მუშაობის დროს ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას და ყოველ მეცადინეობას
ვგეგმავ სასწავლო პრობლემური მიდგომებით, რადგან,
ქიმის წრის მუშაობის სტრატეგიას და აქტივობას
განვსაზღვრავ , მინდა ჩვენი მუშაობა იყოს საინტერესო და მრავალმხრივი , ამიტომ ყოველი
მუშაობის დროს ვახდენ მოსწავლეებთან უკუკავშირს . უკუკავშირი არის პროცესი, როდესაც
იღებ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა აღქმული გაცემული ინფორმაცია, უკუკავშირი
ღია პასუხი პერსონის ან ჯგუფისადმი თუ როგორ იქნა
გაგებული მისი ქცევა სხვათა მიერ, ამ მეთოდის ხშირი გამოყენება მეტ ღიაობას
ქმნის და მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისთვი სჩემთვის უკუკავშირის მიზანია ხელი
შეუწყოს ღიაობისა და ნდობის განვითარებას და რაც მთავარი ჩემ პროფესიულ განვითარებას
ქიმია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა, მას ;სასწაულებრივ
გარდაქმნათა მეცნიერებასაც ;უწოდებენ სწორედ ამ საინტერესო, მრავალფეროვანი საკითხებით
უნდა შევაყვაროთ მოსწავლეებს ეს საგანი, ჩვენ კი წინ მრავალი საინტერესო თემების განხილვა
გველოდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
ნატო ფხაკაძე
როგორ ვმუშაობთ კლუბში
საბუნებისმეტყველო საგნების , მათ შორის ქიმიის სწავლების
წამყვანი მიმართულებაა კვლევაზე დაფუძნებული
სწავლება, თუ სასწავლო პროცესში სისტემატიურად მიმდინარეობს კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო რეჟიმი, თამამად
შეიძლება ითქვას , რომ სახეზეა მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლა, თანამედროვე ზოგადი განათლების მთავარი გამოწვევა და მიზანი.
სწორედ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიზნით შევქმენი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
სოფელ ფარცხანაყანების N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გაერთიანება ქიმიის
კლუბი ‘ ‘ ნორჩი ქიმიკოსი;
სადაც თავისუფალი , სააზროვნო სივრცეა, რომელიც საშვალებას აძლევს მოსწავლეებს , სრულად
შეიგრძნონ შემეცნებისა და ურთიერთობის სიამოვნება, ჩემი მათთან მუშაობის სურვილია, მოსწავლეებმა მეგობრებთან
ურთიერთობით აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე,
მე მხოლოდ მათი გზის მკვლევარი ვარ, ვაჩვენებ მათ, როგორ წარართონ
თავიანთი მუშაობა, როგორ მოიქცენ წარმატება
/წარუმატებლობის შემთხვევაში, სურვილი მაქვს
ერთად გაანალიზონ მიღწეული შედეგები, იპოვონ შეცდომები და ამ შეცდომების გაანალიზებით
, გამოსწორებით, დაგეგმონ ახალი კვლევითი სამუშაოები
.
კლუბის
წევრები გამოვიდნენ ინიციატივით გაგვეკეთებინა პროექტი წყალზე, გადავწყვიტეთ შეგვესწავლა ჩვენი სოფლის წყალი, რომელიც მიეწოდება არამარტო ჩვენს სოფელს , არამედ
ქუთაისის მოსახლეობას და მის გარშემო სოფლებს, დავინტერსდით სოფლის წყალსადენის ისტორიით,
გაგვიჩნდა სურვილი ჩვენს პირობებში შეგვემოწმებინა წყლის სისუფთავის ხარისხი და ნახევრად მიკრო მეთოდით
გაგვეკეთებინა წყლის ანალიზი
ვესტუმრეთ
სოფელ ფარცხანაყანების წყალსადენს , გავარკვიეთ რომ 1936–1940წლებში სოფელ ფარცხანაყანებში
და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულა ჰიდროლოგიური კვლევა– ძიებითი სამუშაოები
, და მოკვლეული იქნა გრუნტის წყალი, წყალსადენის
მშენებლიბა 1945 წელს დაწყებულა.
ყველაზე
ბუნებრივი საშვალება წყლის ხარისხის დადგენისა ეს არის ვიზუალური მხარე, გემოთი და ყნოსვითი შეგრძნება, წყალსადენში სტუმრობისას
დავათვალიერეთ შემდეგი მოწყობილობები, პირველი
საცერი, სადაც ხდება წყალზე დიდი საგნების
მოცილება, შემდეგი იყო რეზერვუარი სადაც წყლი წვდება,
მომდევნო ეტაპი არის წყლის გაფილტვრა აქ მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილაკების მოშორება
საცერის მეშვეობით, მომდევნო კი არის წყლის ქიმიური დამუშავება სადაც ხდება თვალით
უხილავი ბაქტერიების მოცილება, მომდევნო პროცესი
კი არი სამომხმარებლო რეზერვუარში გაწმენდილი წყლის შენახვა. დათვალიერების დროს ლაბორანტმა გვიამბო რომ ჩვენი სოფლის წყალი, შეიცავს
ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა
ადამიანის ჯანმრთელობისთვის, წყალს დამუშავების
დროს უნარჩუნდება ყველა აუცილებელი ნივთიერებათა თვისება, ინფექციური დავადებების თავიდან
აცილების მიზნით წყალს უმატებენ ქლორს, ამ დროს ხდება წყალში გახსნილი მიკროორგანიზმების
მოსპობა, წყლის დეზინფექცია.
წყლის თვისებითი
ქიმიური ანალიზის ჩატარებისთვის შევაგროვეთ მიკროსინჯარები, ქილები, პლანშეტები, მინის
წკირები,საზომი ცილინდრი, საწვეთური სპირტქურა გასაფილტრი მოწყობილობა, ინდიკატორის
ქაღალდები მჟავა , ტუტე და მარილის ხსნარები ,
ნახევრადმიკრო მეთოდით წყლის ხარისხის დადგენისთვის
პირველ რიგში დავათვალიერეთ წყლის გამჭირვალობა, PH ინდიკატორის
მეშვეობით დავადგინეთ მისი სარეაქციო არე, მინის წკირით , ნიმუშის სპირტქურის ალში
შეტანით გამოვიკვლიეთ მასში იონების არსებობა,
კალციუმის არსებობა კი ასე დავადგინეთ, საათის მინაზე ორი წვეთი წყლის ნიმუშზე ორი წვეთი გოგირდმჟავას
ხსნარის დამატებით და მინის ფრთხილი შეთბობით მივიღეთ კალციუმის სულფატის ნემსისებრი კრისტალები, შემდეგ ეს კრისტალები მიკროსკოპით დავათვალიერეთ,
ჰალოგენიდ იონის აღმოსაჩენად კი ვერცხლის ნიტრატის
ხსნარი გამოვიყენეთ, რეაქციის შედეგად მივიღეთ ვერცხლის ქლორიდის თეთრი ხაჭოსებრი ნალექი, რომელიც არ გაიხსნა არც
წყალში და არც მჟავაში, მისი გახსნა მოვახდინეთ
ჭარბ ამიაკურ ხსნარში, რომლის შედეგად წარმოიქმნა ლურჯი კაშკაშა ხსნარი, ჩვენი სოფლის
წყალი შეიცავს ასევე ქიმიურ ელემენტ
იოდს, რომლის არსებობა დავადასტურეთ ქლორიანი წყალით, [ ამიტომ ჩვენ სოფელში იშვიათად
უჩივიან ჩიყვის დავადებას]
ნიტრატ იონების არსებობა კი დავადასტურეთ შემდეგი
მეთოდით, საათის მინაზე ორი წვეთი ნიმუში დავაწვეთეთ შევამჟავეთ ერთი წვეთი გოგირდმჟავათი დავუმატეთ სამი წვეთი დიფელამინის ხსნარი და მოვურიეთ
მინის წკირით, ხსნარმა მიიღო ინტესიური ლურჯი
ფერი, რაც ნიტრატ ინებისათვის არი დამახასიათებელი. კვლევის დაწყებამდე შემუშავებული
გვქონდაკვლევის მეთოდი რომელიც შედგებოდა შემდეგი კითხვებისაგან
1]
დავაკონკრესოდ საკვლევი საკითხი
2]რა
მეთოდს გამოვიყენებთ საკვლევი საკითხის შესწავლისას
3]
აღვწეროთ კვლევის ეტაპები
4)რა
მონაცემები დაგვჭირდება საკვლევი საკითხის შესასწავლად??
5)როგორ
მოვახდენთ მონაცემების შეგროვებას?
6)როგორ
დავამუშავებთ მონაცემებს?
7}როგორ
გამოვიყენებთ მიღებულ შედეგებს?
რაც შეეხება წყალი შეიცავდა თუ არა სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს
, როგორიცაა ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი თუ სხვა ამის დადგენა ჩვენს პირობებში
შეუძლებელია.
წყლის შედგენილობის გამოკვლევის შესწავლის შემდეგ
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი აღნიშნული მეთოდით რომ შევამოწმოთ
ჩვენი სოფლის ყველა უბნის ჭის წყლები. კმაყოფილების
გრძნობას იწვევს მასწავლებელში როდესაც მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი საკითხისადმი,
მათთან პროექტზე მუშაობის დროს ვცდილობდი ჩამერთო ისინი ძირითადათ კვლევა– ძიების აქტივობაში.ამ
დროს სწავლებას ძირითადათ ჯგუური მუშაობის
ფორმიდ ვახდენდი რომ აქტივობა იყოს სტრუქტურირებული, რაც ხელს უწყობდა მათ გაერკვეულიყვნენ და გადაჭრათ კვლევა ძიების პროცესში წამოჭრილ პრობლემებში, ამ დროს ვახდენდი ნასწავლი
უნარების ვარჯის და ახალი უნარების შესწავლას
მომდევნო ჩვენი პროექტის თემა იყო ;პლანეტა თამბაქოს
კვამლის გარეშე; მიზნად დავისახეთ დავხმარებოდით მოზარდ ახალგაზრდობას, ჩვენს თანატოლებს
, რომლებიც არიან თამბაქოს მომხმარებლები, დაგვერწმუნებინა ისინი რომ თამბაქო უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე,
ერთობლივი მუშაობით შევიმუშავეთ მიზნის მიღწევის
გზები და დავისახეთ შედეგი ‘ მეგობრები თამბაქოს კვამლის გარეშე’’
პირველი მიზნის მიღწევის გზა იყო მინი ლექციის ჩატარება, სადაც ფართოდ გვქონდა განხილული თამბაქოს მავნებლობა,
თუ რა დავადებებს იწვევს ის, მოვიწვიეთ სოფლის ექიმი რომელმაც დაწვრილებით გვესაუბრა მოზარდისა და თამბაქოს
შეუთავსებლობაზე, გამოვუშვით ბროშურები სადავ ვრცლად წერია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ
დავადებებზე, რომელიც დავარიგეთ სოფლის მოსახლეობაში, მიღებული შედეგები კი გადავამოწმეთ მოსწავლეთა მხრიდან
შევსებული კითხვარების პასუხები ანალიზით . კითხვარში მოთავსებულ ყველა კითხვა უშვალოდ
დაკავშირებული იყო საკვლევ პრობლემასთან
პროექტზე
მუშაობის დროს ვითვალისწინებდით რომ საქმე გვქონდა მოზარდებთან , ვიცავდით ეთიკურ ნორმებს და მათთან
ურთიერთობა არ სცილდებოდა მეგობრულ ზღვარს, ასეტი პოზიტიური კლიმატი ძალზე მნიშვნელოვანი
იყო მათთან ურთიეთობის დროს.
მიმაჩნია რომ პროექტული სწავლება, საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო ფორმების შერწყმით, სასწავლო
მიზნის მიღწევას აადვილებს.
კლუბურ მუშაობასთან დაკავშირებით საბოლაოდ შემიძლია
ვთქვა, რომ სასკოლო კლუბი ის ადგილია სადაც
მოსწავლე შეიმცნებს, რომ ცხოვრების თითოეული ნაბიჯი სასწავლო სიტუაციაა და სწავლა შეიძლება
ყველგან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ
ფარცხანაყანევის საჯარო სკოლის ქიმიის
მასწავლებელი ნატო ფხაკაძე
როგორ მოვახდინე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის
დაგეგმვა
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარება თანამედროვე
სასწავლო პროცესის განვითარების ერთ _ ერთი ძირითადი მიმართულებაა, ამ დროს მოსწავლეები არ ღებულობენ მზა ცოდნას, ისინი
იძენენ მას დამოუკიდებლად , სხვადასხვა წყაროდან,მთავარი გზის მიმართულების მიმცემი
კი არის მასწავლებელი,
ჩაატარო წარმატებული, პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილი მასწავლებლისგან მოითხოვს , რომ
მოსწავლეს უპირველეს უპირველეს ყოვლისა გამოვუმუშაოთ , დამოუკიდებელი აზროვნება, მიღებული ინფორმაციის
დამუშავების ანალიზის უნარი, მოსწავლე მზად უნდა იყოს მის წინაშე წამოჭრილი პრობლემების
შეჭიდებისთვის, ამ დროს შეიძლება პრობლემად ჩავთვალოთ ნებისმიერი რამ,რაც მოსწავლემ არ იცის და მოითხოვს
დამატებით მუშაობას,. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს მოსწავლემ თავი უნდა გაართვას უპირველეს
ყოვლისა დამოუკიდებელ მუშაობით შემდეგ მასწავლებლის დახმარებით. ამიტომ პრობლემაზე
ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვის დროს მასწავლებელმა აქტივობები უნდა შეარჩიოს
სირთულის ზრდის მიხედვით, გაითვალისწინოს მოსწავლეებში არსებული ცოდნა, კლასის თავისებურება,
განსაზღვროს პრობლემური სიტვაციის შექმნის ხერხები და დრო გაკვეთილზე.
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი არის გარანტი
სწავლების ეფექტურობისა, უმეტეს შემთხვევაში მასწავლებელი გაგვეთილს გეგმავს დამოუკიდებლათ,
მაგრამ კოლეგებთან თანამშრომლობა უკეთესია, რადგან ამ დროს იდეების გაზიარება, პროფესიონალიზმის
ზრდის საუკეთესო გზაა.
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩავატარე
მეცხრე კლაში თემა ;მჟავა წვიმები; პრობლემურ
საკითხად დავსვი ;როგორ შევამციროთ მჟავა წვიმებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი?; მოსწავლეებს მივაწოდე
ინფორმაცია , რომ სათბობის წვის პროცესში წარმოქმნილი ოქსიდები ჰაერში ტენთან ერთად
წარმოქმნიან მჟავა წვიმებს, რომლებიც აზიანებენ შენობა ნაგებობებს, ჩაედინებიან ნიადაგში
და იწვევს ნიადაგის მჟავე არის გაზრდას. ჩვენთვის სოფელში მცხოვრები ადამიანებისთვის
ეს პროცესი არის საზიანო, რადგან ნიადაგის
ზედმეტი მჟავიანობა ამცირებს მთელი რიგი მცენარეთა
მოსავლიანობასა და ხარისხსაც, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? როგორ გამოვიყენოთ ქიმიის
გაკვეთილზე მიღებული ცოდნა? ეს იყო ამ გაკვეთილის საკვანძო საკითხი, ვფიქრობ მიზანს
მივაღწიე რადგან, მათ გამოიყენეს წინარე ცოდნა ,თუ როგორ მოვახდინოთ მჟავა არეს განეიტრალება,
წარმოთქვეს მისაღები ვარაუდები, გთავაზობთ ჩატარებული გაკვეთილის გეგმას.
გაკვეთილის ტიპი_ინტეგრირებული გაკვეთილი
თება –‘’მჟავა წვიმები;
პობლემური კითხვა–
როგორ შევამციროთ მჟავა წვიმებით გამოწვეული შედეგები
ჩატარებული აქტივობები
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
გამოყენებული რესურსი
|
აქტივობისთვის განსაზღვრული დრო
|
1.საორგანიზაციო მხარის მოგვარება
მიზანი:მოსწავლეთა სწრებადობის დადგენა და მოტივაციის ამაღლება
აქტივობის
აღწერა:ამოვიკითხავ ჟურნალში მოსწავლეთა
სახელს და გვარს, მივესალმები მათ
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
საკლასო ჟურნალი
|
2წთ
|
2.წინარე ცოდნის გააქტიურება
მიზანი:მოსწავლეთა მზაობის დადგენა ახალი გაკვეთილისთვის
აღწერა:დავსვამ რამოდენიმე ფრონტალურ კითხვას რომელსაც
კავშირი აქვს ახალ მასალასთან{მოსწავლეთა შერჩევა მოხდება გამოსაძახებელი ჩხირებით}
|
კითხვა _პასუხი
|
საერთო საკლასო
|
ტაბულები
|
5წთ
|
3.ახალი მასალის ახსნა
მიზანი:მოსწავლეები გაეცნობიან მჟავა წვიმებს, მათ
წარმოშობის მიზეზებს და გაიგებენ
როგორ დაიცვათ
გარემო მჟავა წვიმებისაგან
აღწერა:გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს მათ
მივაწვდი ინფორმაციას მჟავა წვიმებზე და ვაყურებინებ ფილმს.
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
საერთო საკლასო
|
პროექტორი ცარცი დაფა
|
10წთ
|
4.ცდა
მიზანი:მოსწავლეები თვალნათლივ ნახავენ თუ როგორ მოქმედებს
მჟავა წვიმები მეტალებზე, კირქვაზე, მცენარეთა ფოთლებზე
აღერა:ჩავატარებ ცდას და მოსწავლეებს ვაჩვენებ როგორ მომედებს მარილმჟავა და გოგირდმჟავა,
რკინაზე, კირქვაზე და მცენარეთა ფოთლებზე
|
ცდა
|
საერთო საკლასო
|
მარილმჟავა,
გოგირდმჟავა, რკინა, კირქვა, მცენარი ფოთლები
|
10წთ
|
5.PHგანსაზღვრა
მიზანი:შეისწავლონ როგორ ხდება მჟავიანობის განს აზღვრა
აღწერა:მჟავიანობას განვსაზღვრავთ შედარების მიზნით ლიმონსა
და წყალში6.
6.გაკვეთილის განმტკიცება
მიზანი:ახალი მასალის შეთვისების ხარისხის განსაზღვრა
აღწერა:მოსწავლეებს დავუსვამ გაკვეთილის მთავარ საკვანძო
კითხვას ;როგორ შევამციროთ მჟავა წვიმებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები
|
ცდა
ვერბალური
|
საერთო საკლასო
ინდივიდია
|
ინდიკატორი ლიმონი წყალი
ფურცელი
|
7
წთ
7წთ
|
7. საშინაო დავალება
მიზანი:მიღებული ცოდნის
დამოუკიდებლად გამოყენება
აღწერა:მოიძიონ
ინფორმაცია მჟავა წვიმებთან დაკავშირებით და დასახონ პრევენციის გზები
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
ფლერჩათი
|
2წთ
|
8. შეფასება
მიზანი:ცოდნის შემოწმება
აღწერა:მოსწავლეები შფასდებიან წინასწარ გაცნობილი რუბრიკებით
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
რუბრიკები
|
2წთ
|
ნატო ფხაკაძე წყალტუბოს მუიციპალიტეტისსოფელ ფარცხანაყანების
N1
საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
No comments:
Post a Comment