რეფლექსია
2016 წლის 30 მარტიდან
26 აპრილის ჩათვლით გავიარე Intel-ის ძირითადი კურსი: ”პროექტებით სწავლებე და ისტ-ს ინტეგრირება“, რომლის
მიზანია სასწავლო პროექტების განხოეციელებისას ისტ-ის ინტეგრირებაში მასწავლებლების
ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებელთა სტანდარტის შესაბამისად.
გავეცანით პროექტებით სწავლებას,
მის მიზნებს და შედეგებს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე
ეფექტურად.
გავიარეთ 8 მოდული,(
36 საათი - 9 შეხვედრა) თითოეული მათგანი იყო საინტერესო, მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ
ჩვენს პრაქტიკაში.
ვისწავლე კომენტირება,
როგორც Power Point-ში, ასევე Word-ის დოკუმენტში,
დოკუმენტების დისკზე ატვირთვა, ბლოგზე ორიენტირება,
ვისწავლე , თუ როგორ უნდა დავგეგმო სასწავლო პროცედურები 21-ე საუკუნის უნარების შესაბამისად,
რათა მოსწავლემ შეძლოს რეალური ცოდნა ცხოვრებას გამოიყენოს.
შევასრულეთ ტრენერის
მიერ მოცემული დავალებები, მოვამზადეთ პრეზენტაციები, განვიხილეთ ჩვენს მიერ შედგენილი შეფასების სქემები
და რუბრიკები კოლეგებთან, თუ რამდენათ შეესაბამებოდა მოსწავლის პოზიციიდან
შესრულებულ დავალებებს.
ჩემი საბოლოო ნამუშევარი-პორტფოლიო წარვადგინე, გავეცანი ჯგუფის წევრებისა და ტრენერის რჩევებს და აუცილებლად
მივაქცევ ყურადღებას ყოველივე წვრილმანს.
No comments:
Post a Comment