Monday, March 4, 2019

სსიპ-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო პროექტი"აივ ინფექცია".ხელმძღვანელი ნატო ფხაკაძე.


                                      თემა : „აივ ინფექცია“
პრობლემა: მსოფლიოში გავრცელებული და საქართველოშიც შემოღწეული „აივ-ინფექცია“
                     რომელიც არის სერიოზული დაავადება იწვევს იმუნოდეფიციტს. ავადმყოფთა
                     საზოგადოების ის ნაწილი რომელთაც არ იციან თუ როგორ ვრცელდება ეს
                     დაავადება.
მიზანი: სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობას გავაცნოთ აივ-ინფექციის შესახებ ინფორმაცია.
               ერთობლივად ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ჩვენს გვერდით მეგობარი არ გახდეს ამ
               ვირუსის მატარებელი, და თუ გვყავს ვინმე, ვიბრძოლოთ მისი სიციცხლისთვის,
               დავარწმუნოთ რომ ეს ინფექცია აღარ არის მომაკვდინებელი. დევიზათ გავიხადოთ:
                „შორს ჩვენგან აივ-ინფექცია“.

                                            პროექტის განხორციელების გეგმა

განსახორციელებელი აქტივობები
ვის დაევალა
განხორციელების დრო
1.საინტერესო ჯგუფის შექმნა
ნ.ფხაკაძე
8.02.2019წ.
2.სალექციო კურსი განვიხილავთ ინფორმაციას აივ-ინფექციასთან დაკავშირებით
ნ.ფხაკაძე
15.02.2019წ.
3.დავამზადებთ ბროშურებს დავურიგებთ მოსწავლე ახალგაზრდობას,, რათა იყვნენ ინფორმირებული ინფექციასთან დაკავშირებით
ნ.ფხაკაძე
მ.ფხაკაძე
მ.გაბედავა
22.02.2019წ.
4.კედლის გაზეთის გამოშვება
ნ.ფხაკაძე
მ.ნიქაბაძე
ნ.ლაღაძე
25.02.2019წ.
5.ვიდეო ფილმების ყურება აივ-ინფექცია
ნ.ფხაკაძე
27.02.2019წ
6. შედეგი: დამსწრე საზოგადოებას შევავსებინებთ კითხვარს ჩვენი მუშაობა იქნება შედეგიანი, ჩვენი ახალგაზრდობა დაიცავს თავს აივ-ინფექციისგან
ნ.ფხაკაძე
1.03.2019წ.

პასუხისმგებელი პირი: ნატო ფხაკაძე და საინიციატივო ჯგუფი.




               სასწავლო პროექტ „აივ–ინფექციას“ რეფლექსია

სასწავლო პროექტის მიზანი იყო სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობას გავაცნოთ აივ–ინფექციის შესახებ ინფორმაცია ერთობლივად ვიბრძოლოდ იმისთვის რომ ჩვენს გვერდით მეგობარი არ გახდეს, ამ ვირუსის მატარებელი და თუ გვყავს ვინმე ვიბრძოლოთ მისი სიცოცხლისთვის დავარწმუნოთ რომ ეს ინფექცია აღარ არის მომაკვდინებელი დევიზად გავიხადოთ „შორს ჩვენგან აივ–ინფექცია“
     იმისათვის რომ ჩვენს მიერ დასახული მიზანი ყოფილიყო მიღწევადი ამისათვის დავისახეთ გეგმის შესაბამისი აქტივობები რომლებიც სრულად შეესაბამებოდა გეგმის მიღწევას. საინიციატივო ჯგუფთან ერთად აქტივობები გავწერეთ დროში, რომელთაც მივუჩინეთ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნან აქტივობების განხორციელებაში,დავგეგმეთ შემდეგი აქტივობები, სალექციო კურსი თემა : „აივ–ინფექცია“ კედლის გაზეთის გამოშვება რომელშიც დაწვრილებიტ იქნება გაწერილი აივ–ინფექციის გავრცელების გეგმა და თავდაცვის  საშუალებები. ბროშურების გამოშვება, რომლითაც ინფორმაციას თემაზე მივაწვდით მოსახლეობას შედეგის განსაზღვრის მიზნით შევევსეთ კითხვარები,
        ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა იყო საინტერესო და რაც მთავარია რჩევის მიმცემი მომავალი თაობისთვის ვფიქრობთ პროექტი დაეხმარება ყველას თუ როგორ დავიცვათ თავი აივ–ინფექციისაგან და როგორ დავეხმაროთ ინფექციიტ დაავადებულ ადამიანს.

No comments:

Post a Comment